left_sabechdi

ნეაპოლში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაშავებულთა შორის შვიდი ბავშვია, რომელთა ასაკი ორიდან რვა წლამდეა.

მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ასევე იხილეთ