left_sabechdi

ტრამპი ფიქრობს, რომ ბაიდენის წინააღმდეგ მისი თანაპარტიელები გადატრიალებას ამზადებენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრაპმა ტელეარხ Fox News-თან საუბარისას აღნიშნა, რომ “დემოკრატიული” პარტიის წევრები ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გადატრიალებას ამზადებენ, რათა ის პრეზიდენტის თანამდებობას ჩამოაშორონ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, მზადდება თუ არა ბაიდენის წინააღმდეგ გადატრიალება, ტრამპმა უპასუხა: “როგორც ჩანს, ასეა”.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან ჯეიმს დევიდ ვენსი იმავე ინტერვიუში ურჩევს „დემოკრატიულ“ პარტიას ბაიდენის უმტკივნეულოდ გადაყენებისთვის აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება გამოიყენოს, რომელიც პრეზიდენტის ქმედითუუნაროდ გამოცხადების შემთხვევაში, ძალაუფლების ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაცემას გულისხმობს.

“არსებობს კონსტიტუციური პროცესი, ანუ 25-ე შესწორება. თუ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია, მაშინ მას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაც არ შეუძლია. თუ მათ („დემოკრატიულ“ პარტიას) მისი ჩამოცილება სურთ, იმიტომ რომ ის ფსიქიკურად უუნაროა და ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს, უნდა გამოიყენონ 25-ე შესწორება. “დემოკრატებისთვის” ამაზე მომგებიანი გზით ამის გაკეთება შეუძლებელია. თუ ეს რეალური პრობლემაა, ამის გადაწყვეტაზე შესაბამისად უნდა იზრუნონ”, – თქვა ვენსმა.

ბაიდენმა 21 ივლისს გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის საპრეზიდენტო რბოლას ეთიშება და მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის.

ასევე იხილეთ