left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების საპასუხოდ სამართლებრივ ზომებს მიმართავს

“რუსეთი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების საპასუხოდ სამართლებრივ ზომებს მიმართავს”, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“მოსკოვი შეიმუშავებს იმ პირების სამართლებრივი დევნის შესაძლებლობებს, ვისაც კავშირი აქვს რუსული აქტივების ინფლისკაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან, რადგან ეს არის საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევა, ეს არის საკუთრების უფლების ხელყოფა. ამ ფულს არა მხოლოდ იპარავენ, არამედ ასევე, ხარჯავენ იარაღის შესაძენად. ამაზე უარესის მოფიქრება, ალბათ, რთულია“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აგვისტოში ევროკავშირი უკრაინას გადასცემს გაყინული რუსული აქტივების შემოსავლებიდან 1,4 მილიარდ ევროს ოდენობის პირველ ტრანშს. ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღნიშნული თანხით კიევისთვის საჭირო იარაღის შეძენას გეგმავენ.

 

ასევე იხილეთ