leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო მორიგ საქველმოქმედო აქციას ზუგდიდში ჩაატარებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, 27-28 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს ჩაატარებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი: ზუგდიდი, კ. გამსახურდიას ქ. I შესახვევი N 2; სამედიცინო ცენტრი შპს. დიომედი- აფხაზეთი.

ასევე იხილეთ