leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: წარმოუდგენლად არასერიოზულად ეპყრობიან საზოგადოებას, როდესაც რამდენიმე თვის წინ და უფრო მეტიც, მთელი ორი წლის მანძილზე ისინი ანტირუსულ კამპანიას აწარმოებდნენ და დღეს რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე დგანან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის საკითხზე ოპოზიციის შეცვლილ პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი განცხადებები და იმ სიტყვების უარყოფა, რასაც რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, საზოგადოების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების მაჩვენებელია.

„წარმოუდგენლად არასერიოზულად ეპყრობიან საზოგადოებას, როდესაც რამდენიმე თვის წინ და უფრო მეტიც, მთელი ორი წლის მანძილზე ისინი ანტირუსულ კამპანიას აწარმოებდნენ. ითხოვდნენ დასანქცირებას, ტერიტორიის ჩაკეტვას, სხვადასხვა ფორმით უკრაინის ომში ჩართვას და ა.შ. დღეს რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მათ შორის სასაცილოდ უარყოფენ, თუნდაც იმ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ ეთერებში აქვთ გაცხადებული და ამის ვიდეო მასალაც მოიპოვება. ზუსტად ასეთი ამორალური და უპრინციპო სახე აქვს ოპოზიციას“– განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ