leaderboard_below_slide
left_sabechdi

სანდრო ბაზაძე: ვიტყვი, რომ მსაჯმა წამაგებინა ოლიმპიური თამაშები. კიდევ ბევრს მივაღწევ. კიდევ ვიშრომებ

„რაც არ უნდა გავასაჩივრო და ამას აუცილებლად გააკეთებენ, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი, მედალი მე არ შემხვდება. მიჭირს ამის გადატანა”, – ამის შესახებ მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა.

პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულმა ბაზაძემ აღნიშნა, რომ მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ სურს.

„აღარ მინდა, ვისაუბრო ამ ყველაფერზე, ხალხს თავი მოვაბეზრო, რომ მსაჯმა წამაგებინა. წამაგებინა, ჰოო, ვიტყვი ამას, რომ წამაგებინა ოლიმპიური თამაშები.

რაც არ უნდა გავასაჩივრო და ამას აუცილებლად გააკეთებენ, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი, მედალი მე არ შემხვდება. მიჭირს ამის გადატანა იმიტომ, რომ ვიბრძვი ამისთვის – ისე არ მოდის ეს ყველაფერი. ვშრომობ, ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული.

ცოტა ხნით აუცილებლად უნდა დავისვენო, რადგან სხვაგვარად, შესაძლოა, გადავიწვა და ვერასდროს ვერაფერს მივაღწიო. ეს არასდროს მოხდება. კიდევ ბევრს მივაღწევ. იმიტომ მივაღწევ კიდევ ბევრს, რომ კიდევ ვიშრომებ. იმედი მაქვს, იმავეს აღარ გააკეთებენ“, – განაცხადა ბაზაძემ.

 

ასევე იხილეთ