დიანა ლიპარტელიანი: ვისაც ოპოზიციის „ერთიანობის“ და სალომე ზურაბიშვილის „ჩიქორთული ქარტიის“ გჯერათ – ან ქართულ პოლიტიკას საერთოდ არ იცნობთ, ან საშიში პროპაგანდისტები ხართ
„ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის წასვლას ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი სოციალური ქსელით ეხმაურება.
„სულ რაღაც, ოთხკაციანი პარტია სიების გამო დაიშალა. ჰოდა, ვისაც ოპოზიციის „ერთიანობის“, დღეს წარმოდგენილი ოპოზიციური პოლიტპარტიებისგან შემდგარი კოალიციური მთავრობის სიკეთის და სალომე ზურაბიშვილის რაღაც „ჩიქორთული ქარტიის“ გჯერათ, ან ქართულ პოლიტიკას საერთოდ არ იცნობთ, თავს იტყუებთ ან სულაც, შავი და საშიში პროპაგანდისტები ხართ. შოუ გრძელდება…“ – წერს დიანა ლიპარტელიანი.