რუსეთის ლიპეცკის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ლიპეცკის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.
მისი თქმით, ოლქის ოთხი დასახლებული პუნქტიდან – კოპცევი ხუტორა, ფიოდოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვა – ადამიანები ევაკუაცია მიმდინარეობს.
ოლქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. გუბერნატორის ბრძანებით, გაუქმებულია ყველა გასართობი და სპორტული ღონისძიება. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.