გოგა ხაინდრავა: ევროკავშირის ელჩი სამარცხვინო კაცია და თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, საქართველოში აღარ უნდა გაჩერდეს, ისევე, როგორც საფრანგეთის ელჩი, აღარაფერს ვამბობ გერმანიის სამარცხვინო ელჩ ფიშერზე
„ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი სამარცხვინო კაცია და თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, საქართველოში აღარ უნდა გაჩერდეს, ისევე, როგორც საფრანგეთის ელჩი ქალბატონი გასრი, რომელმაც ურცხვად იცრუა – საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას შევაჩერებთო”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტს არასოდეს დახმარებია!
„აღარაფერს ვამბობ გერმანიის სამარცხვინო ელჩ ფიშერზე, რომელსაც ხაზარაძის სახლი აქვს ნაქირავები და მას მარნეულსა და გარდაბანში დაჰყვება საარჩევნო შეხვედრებზე. ეტყობა, მევახშე ხაზარაძე სახლის ქირას პოლიტიკურ მხარდაჭერაში უქვითავს“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.