ირაკლი ქადაგიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და დისკრიმინაციულია პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის
„სხვადასხვა შემოვლითი გზით მაინც ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის ისეთი უცხო ტენდენციების შემოტანა, როგორიც გახლავთ მაგალითად ამერიკის სახელმწიფო მდივნის ცნობილი განცხადება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირასთან“ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სხვადასხვა შემოვლითი გზით მაინც ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის ისეთი უცხო ტენდენციების შემოტანა, როგორიც გახლავთ მაგალითად ამერიკის სახელმწიფო მდივნის ცნობილი განცხადება, რომ არ გამოიყენოთ საუბარში „დედა“, „მამა“, ან „ქალიშვილი“, „ვაჟიშვილი“. ეს რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და დისკრიმინაციულია პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „დედა“, „მამა“, ქალბატონებო და ბატონებო“, „ვაჟიშვილი“, „ქალიშვილი“. „ცოლი“, „ქმარი“.