leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფაბრიციო რომანო: მამარდაშვილი და ლივერპული პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილთან პირად კოტრაქტზე დეტალები უკვე შეათანხმა.

რომანოს ცნობით, ქართველ მეკარეს მერისასიდელები ერთი ან ორი წლით გაანათხოვრებენ. საუბარია პრემიერლიგის კლუბ ბორნმუთზე, რომელიც მზად არის მამარდაშვილის იჯარაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

მამარდაშვილის აგენტი ამჟამად ვალენსიაში იმყოფება და კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ბოლო დროს 23 წლის ქართველის სავარაუდო ტრანსფერზე ბევრი იწერება, განსაკუთრებით, ბრიტანულ მედიაში, რომლის მიხედვითაც ყველაზე რეალური ლივერპულში გადასვლაა.

რაც შეეხება ბორნმუთში იჯარას,  ეს ვარიანტი თითქოს გამორიცხულია, რადგან პრემიერლიგის კლუბს უფლება არ აქვს ახლადშეძენილი ფეხბურთელი იმავე ფანჯარაში პრემიერლიგის კლუბში იჯარით გაუშვას.

საინტერესოა, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში სად გაატარებს გიორგი მამარდაშვილი მომდევნო სეზონს იქამდე, სანამ ლივერპულის პირველი მეკარე, ბრაზილიელი ალისონ ბეკერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წლის ზაფხულიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში კლუბის ღირსება ესპანეთის ჩემპიონატის 93 მატჩში დაიცვა, გაუშვა 106 გოლი, 28 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

ასევე იხილეთ