top_leaderboard

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასულ 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის „Cornerstone Government Affairs“-ის გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 – თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლობისტების მოთხოვნა შეხვედრებზე ძირითად შემთხვევებში უპასუხოდ დარჩა. მცდელობების მიუხედავად, ლობისტურმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო ვერცერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება და მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან/სტაფერთან მოახერხა შეხვედრების ჩანიშვნა. ანგარიშით ირკვევა, რომ 2023 წლის ოქტომბერში სენატის საგარეო კომიტეტის რამდენიმე თანამშრომელთან შეხვედრების თარიღი ვაშინგტონში ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლების ვიზიტს ემთხვევა. სავარაუდოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლებმა მიკერძოებული გზავნილები გააჟღერეს სენატის და კონგრესის თანამშრომლებთან.

აღსანიშნავია, რომ „კორნერსტოუნის“ ლობისტებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ანალიტიკურ ცენტრებთან. „ფორმულას“ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჯეიმსთაუნის ფონდის, ბრუკინგსის, ჰადსონის ინსტიტუტის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. აღიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც 2024 წელს საქართველოში მაკ-კეინის ინსტიტუტის საქმიანობის დაგეგმვას უკავშირდება.

ანგარიშში ნახსენებია, რომ „კორნერსტოუნის“ შეხვედრების მიზანი ამერიკული მხარისთვის კლიენტისა და მისი ინტერესების გაცნობაა. თუმცა, არაა დაკონკრეტებული ესწრებოდა თუ არა ამ შეხვედრებს თავად კლიენტი, ტელევიზიის მფლობელი ან წარმომადგენელი. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს ($420 000).

 

„კორნერსტოუნის“ ლობისტები, რომლებიც საქართველოს თემატიკაზე მუშაობენ:

Geoff J. Gonella – CEO of Cornerstone

Lauren Paige Hunter – Vice President

Steven Marchese – Government Relations

Thomas Joseph Tatum – Public Relations

John Crumbliss – Principal

Benjamin Neil Sheidler – Principal

Mark Edward Calvin Jr. – Associate

Courtney Marie Cano – Senior Associate

 

შეხვედრების ჩამონათვალი

 

კონგრესი

Tyler Kendall – სენატორ პიტ რიკეტსის ოფისი

Wyndee Parker, Policy Advisor. – კონგრესის უმცირესობის ლიდერის ჰაკიმ ჯეფრისის ოფისი

Chris Socha – სენატის საგარეო კომიტეტი

Katherine Earle, Lance Kokonos, & Michael Callesen – კონგრესის საგარეო კომიტეტი

Rachel Citron and Bart Sullivan – კონგრესმენი სტივ კოენის ოფისი

Sarah Arkin, Policy Director, Democratic/Deputy Staff Director – სენატის საგარეო კომიტეტი

 

ანალიტიკური ცენტრები

Peter Rough and Luke Coffey -Hudson Institute & Heritage Foundation

Eileen O’Reilly – National Press Club President

Michael O’Hanlon – Brookings

Paul Fagan – McCain Institute

 

ასევე იხილეთ