left_sabechdi

Politico: გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს

გერმანიის მთავრობა მმართველი კოალიციის მიერ შემუშავებული ხარჯების შემცირების გეგმის თანახმად, უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს. ინფორმაციას Politico გამოცემა FAZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მორატორიუმი უკვე ძალაშია, და ის ადრე შეთანხმებულ დახმარებას არ შეეხება. აკრძალვა შეეხება უკრაინის მხრიდან ახალი დახმარების მოთხოვნას.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა 5 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებისთვის საჭირო თანხები ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ გამოიყოფა. ის მხოლოდ გაყინულ რუსულ აქტივებზე იქნება დამოკიდებული.

ასევე იხილეთ