leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინული მედია: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთი რუსეთთან ფარულ ვაჭრობაში დაადანაშაულა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ პოლონეთი თვალთმაქცობაში და რუსეთთან მილიარდობით ევროს ღირებულების ფარულად ვაჭრობაში დაადანაშაულა.

მედიის ცნობით, ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სიარტომ ყურადღება გაამახვილა ზოგიერთი ქვეყნის თვალთმაქცობაზე, კერძოდ, პოლონეთზე, რომლებიც „ფარულად აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას და ამავე დროს საჯაროდ აკრიტიკებენ სხვა ქვეყნებს იმავეს გამო“.

მან აღნიშნა, რომ გასულ წელს პოლონეთის სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან შეადგინა ექვსი მილიარდი ევრო.

„ჩვენი პოლონელი ძმები ჩუმად აკეთებენ იმავეს, ამიტომ მათ არ უნდა გვაკრიტიკონ ამ საკითხში“, – აღნიშნა სიარტომ.

ასევე იხილეთ