სიცილიაზე, კერამიკულ ფილაზე პოეტ დათო მაღრაძის ლექსი „ROMA AMOR“ პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა
გუშინ, 24 აგვისტოს, კუნძულ სიცილიაზე, პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის – „ფედერიჩიანოს“ და ქალაქ აუგუსტას მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კერამიკულ ფილაზე პოეტ დათო მაღრაძის ლექსი „ROMA AMOR“ პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ვახტანგ ანდღულაძე და საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი გრიგოლ ქურიძე.
ლექსი თარგმნა ნუნუ გელაძემ.