leaderboard_below_slide
left_sabechdi

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ გუნდი წევრი რაიან ევანსი დაიღუპა, ორი ჟურნალისტი კი დაშავდა

უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის იერიშის შედეგად, საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ გუნდი წევრი რაიან ევანსი დაიღუპა, ორი ჟურნალისტი კი დაშავდა.

რაიან ევანსი „როიტერში“ უსაფრთხოების კონსულტანტად მუშაობდა. „როიტერის“ გუნდის წევრები სასტუმრო საფირში ცხოვრობდნენ, სწორედ ამ ადგილზე განხორციელდა რუსეთის იერიში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული რაიან ევანსის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ევანსი, ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი, „როიტერში“ 2022 წლიდან მუშაობდა და ის ჟურნალისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე იხილეთ