leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი დღეს დუშეთში გაიმართება

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტი დღეს დუშეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები და შემსრულებლები: NEW ONE, ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური, მარიტა როხვაძე. მონაწილეები მსმენელებს გზავნილებითაც მიმართავენ.

კონცერტები ასევე დაგეგმილია:

29 აგვისტოს – თიანეთში – ვაჟა – ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში.

30 აგვისტოს – მცხეთაში.

31 აგვისტოს – ოზურგეთში.

1-ელ სექტემბერს – წალკაში, არისტოტელეს ქ#17-ში. 1-ელ სექტემბერს ასევე გაიმართება კონცერტი ნინოწმინდაში – თავისუფლების ქ #25-ში.

2 სექტემბერს – ახალქალაქში – ცენტრალური პარკი, ჩარენცის ქუჩაზე. ასევე 2 სექტემბერს – თეთრიწყარო – თამარ მეფის #34, საკრებულოს მერიის წინ.

3 სექტემბერს – დმანისში, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სკვერში – წმინდა ნინოს ქ#56.

4 სექტემბერს ბოლნისში, მ კოსტავას #8 -ში.

5 სექტემბერს – გარდაბანში – გარდაბნის ცენტრალურ პარკში (აღმაშენებლის ქ).

7 სექტემბერს – ახალციხეში – ახალციხის ტბაზე.

8 სექტემბერს – მარნეულში – 26 მაისი ქუჩაზე (კიდევაც დაიზრდებიან – სკვერი ).

9 სექტემბერს – ხულო – მამულაძის ქუჩა, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან.

10 სექტემბერს – შუახევი – დაბა შუახევი, ჭავჭავაძის ქ#1.

კონცერტების სერია 22 აგვისტოს ლენტეხიდან დაიწყო და უკვე ჩატარდა ცაგერსა და ამბროლაურში.

ასევე იხილეთ