left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: უსამშობლოთა გაერთიანება, ზურაბიშვილის თამადობით, ეუბნებს საკონსტიტუციო სასამართლოს – გამოაცალე საქართველოს ხელიდან ის იარაღი, რომლითაც ის დღეს იცავს საკუთარ სუვერენიტეტს

გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ მოსარჩლეები პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

„ეს უსამშობლოთა გაერთიანება, რომელიც ზურაბიშვილის თამადობით არის ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესისთვის გამოიყენებს ამ პროცესს. მაგრამ მეორე მხრივ, პირდაპირი გაგებით ეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოს – გამოაცალე საქართველოს ხელიდან ის იარაღი, რომლითაც ის დღეს იბრძვის და რითაც იცავს საკუთარ სუვერენიტეტს. აი, ეს არის პირდაპირი საჯარო აღიარება მათი მხრიდან“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ ოპოზიციური ძალების მიერ შეტანილი სარჩელების განხილვა დაიწყო. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ამოქმედება სრულად უნდა შეაჩეროს, მმართველი გუნდის შეფასებით კი ყველა, ვინც კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

ასევე იხილეთ