კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მონღოლეთში ვიზიტის ყველა ასპექტი საგულდაგულოდ იყო მომზადებული.
„არა, არანაირი შეშფოთება არ გვაქვს, ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან მონღოლეთიდან“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოა. რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.