რუსული მხარის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელს შეუტიეს, თუმცა რა სახის იარაღი იქნა გამოყენებული, დაკონკრეტებული არ არის.