რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მორიგი ღონისძიება, „გუფი ლენდის“, „ბანის“, ელენე ფოჩხუასა და გიორგი კელაპტრიშვილის მონაწილეობით, 1 სექტემბერს კასპში გაიმართება.
ბოლნისში კი მაყურებლის წინაშე წარდგებიან – „რეზო და ბავშვები“, რომა რცხილაძე და მარიამ მამისმედიშვილი.
მუსიკოსები მმართველ გუნდს ღია მხარდაჭერას უცხადებენ. შემსრულებლები მსმენელებს მუსიკალურ ნომრებს შორის შესაბამისი გზავნილებითაც მიმართავენ.
კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება. კასპი – მერაბ კოსტავას #1, ბოლნისი – მერაბ კოსტავას #8.