leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯო ბაიდენი: “ჰამასის” ლიდერები გადაიხდიან საფასურს ჩადენილი დანაშაულებისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზაში მდებარე „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება, რომელთაგან ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე იყო.

„განადგურებული და აღშფოთებული ვარ. ის იმ უდანაშაულო ადამიანთა შორის იყო, რომელთაც სასტიკად დაესხნენ თავს, როდესაც ისინი მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ ისრაელში 7 ოქტომბერს“, – აღნიშნავს ბაიდენი 23 წლის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, ჰერშ გოლდბერგ-პოლინის შესახებ.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას, რათა მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას.

„ჰამასის“ ლიდერები გადაიხდიან საფასურს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ექვსივე მძევალი „ჰამასმა“, სავარაუდოდ, ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა, ვიდრე ჯარისკაცები მათ იპოვიდნენ.

 

ასევე იხილეთ