leaderboard_below_slide
left_sabechdi

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 125-ადგილიან პარლამენტში სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძვის.

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ამავე პერიოდში ბაქოში კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაეროს 29-ე კონფერენციის ჩატარება იგეგმება, რის გამოც მმართველი პარტიის დეპუტატებმა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივით მიმართეს.

აზერბაიჯანმა მინი მეჯლისი ივლისის ბოლოს დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები პირველ სექტემბერს დანიშნა.

ასევე იხილეთ