გურამ მაჭარაშვილი: გვინდა, მართლმადიდებლური ეკლესია იყოს თვითმყოფადობის საყრდენი და განისაზღვროს მისი როლი
„ბოლო წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლა უკვე აშკარად გაიზარდა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბუნებრივად არის იმის საჭიროება, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებლური ეკლესიის როლი დაიცვას.
„ბოლო წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლა უკვე აშკარად გაიზარდა. მათ შორის ისიც კი იკადრეს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ცენტრალურ გამზირზე ახალგაზრდებს პირდაპირ უთხრეს, თურმე მართმადიდებლური ეკლესია ჩამორჩენილია და არ შეიძლება, ახალგაზრდების დასაყრდენი იყოს. ბუნებრივად არის იმის საჭიროება, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებლური ეკლესიის როლი დაიცვას. გვინდა, იყოს თვითმყოფადობის საყრდენი და განისაზღვროს მართლმადიდებლური ეკლესიის როლი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
31 აგვისტოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია კონსტიტუციაში მკაფიოდ აისახება.