leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი:საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი ფაქტობრივად დასრულებულია, ცრუპენტელა მოწმე გამოიყვანეს და თავი მოიჭრეს

„საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი ფაქტობრივად დასრულებულია, სასამართლოზე ცრუპენტელა მოწმე გამოიყვანეს და თავი მოიჭრეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე კომენტარისას განაცხადა.

„ყველაზე რადიკალურმა ორგანიზაციამ რეგისტრაცია გაიარა და ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პროცესი ამითაც დამთავრდა, უკვე სათქმელი არაფერი აქვთ. რა თქმა უნდა, სამართლებრივი მხარე თავიდანვე იყო განწირული დამარცხებისთვის. არ შეიძლება, ამ კანონის კონსტიტუციასთან წინააღდეგობაზე საუბარი იყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელს განიხილავს.

ასევე იხილეთ