leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: „სირცხვილიამ“ დარეგისტრირებაზე როგორც კი გადადგა ნაბიჯი, მყისიერად ფაშიზმის მეთოდებით დაუპირისპირდნენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „სირცხვილიამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირების ნაბიჯი როგორც კი გადადგა, მას მყისიერად დაუპირისპირდნენ ფაშიზმის მეთოდებით.

მაჭარაშვილის თქმით, კიდევ უფრო დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობა ყველგან აუცილებელია.

„მსოფლიოში და, სამწუხაროდ, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი მიმდინარეობს. ეს კიდევ უფრო კარგად ვნახეთ „სირცხვილიას“ მაგალითზე. საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია „სირცხვილია“, ეს ყველამ იცის, მაგრამ მათ თქვეს, რომ ორგანიზაციის დარეგისტრირება საჭირო იყო და არაფერი მტკივნეული არ იყო. როგორც კი ეს ნაბიჯი გადადგა, მყისიერად დაუპირისპირდნენ ფაშიზმის მეთოდებით და ჩაქოლეს იგივე ლიბერალებმა. ამით კიდევ უფრო დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობა ყველგან აუცილებელია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ