leaderboard_below_slide
left_sabechdi

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც  წყალუზრუნველყოფილია „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში  რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით. 

პროექტის მიზანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა; შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება – სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

ახალი პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის ხარჯების 40%-მდე თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ჯამური დაფინანსება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფერმერები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები დამატებით პროცენტულ თანადაფინანსებას მიიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განხორციელდება პროექტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად იყოს რეგისტრირებული ან/და მიღებული ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან იჯარით. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა  სახელმწიფოს სახსრებითა და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ,ირიგაციისა და მიწის  პროექტის“ შემადგენელი ნაწილია. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მსგავსი პროგრამების საშუალებით, შემდგომ წლებშიც მხარდაჭერილი იქნება მოდერნიზებული სარწყავი სისტემების არეალებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება კლიმატგონივრული მეთოდების გამოყენებით. 

ასევე იხილეთ