საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის თქმით, დევიდ კრამერის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„დასავლელი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ოფიციალური პირებისგან ბევრი განცხადება მოგვისმენია. პირველი ყოველთვის მახსენდება ფოტიგა, კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, მათ განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. არასერიოზული განცხადებებია. ადამიანი, რომელიც თეთრზე ამბობს შავს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სამხრეთელია, ჩრდილოეთელია, დასავლელია თუ აღმოსავლელია. თეთრზე ვინმე შავს რომ ამბობს, მე მყოფნის ჩემი შეგნება, მივხვდე, თეთრი თეთრია და შავი – შავი, ყველას ამავეს გირჩევთ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, განაცხადა: „მე, წლებია, ვამბობ, რომ დროა, ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცეს და კვლავ ასე მიმაჩნია“.