ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სიის პირველი ნაწილის დასახელება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, ხოლო სრული სიის წარდგენა 26 სექტემბერს, გუნდში გვექნება განახლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილის დასახელება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, ხოლო სრულ სიას 26 სექტემბერს წარადგენენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუნდში იქნება განახლება.
„ჩვენ ვფიქრობთ სიის დასახელებას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. სიახლეები, განახლება გვექნება გუნდში. ეს ყოველ ჯერზე ხდება, ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკის ჯანსაღი, შემადგენელი ნაწილი და ამ შემთხვევაშიც გვექნება განახლება.
რაც შეეხება მთლიანად სიას, ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ სიის წარდგენა ხდება ხოლმე ზუსტად ბოლო დღეს, როცა ეს იურიდიულად არის შესაძლებელი და ეს უწევს 26 სექტემბრისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.