leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპი და ჰარისი დებატების წესებზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ამერიკულ ტელეარხ ABC-ის ეთერში 10 სექტემბერს გასამართ დებატების წესებზე შეთანხმდნენ.

წესების თანახმად, კანდიდატებს კითხვებს მხოლოდ დებატების მოდერატორები, დევიდ მიუირი და ლინსი დევისი დაუსვამენ. თითო კანდიდატს თითო პასუხის გასაცემად ორი წუთი ექნება.

წინასწარ მომზადებული კონსპექტების გამოყენება აკრძალული იქნება. დებატებში მონაწილეებს მთელი ღონისძიების პერიოდში, მათ შორის, სარეკლამო ჭრის დროს, აკრძალული ექნებათ საკუთარი შტაბის წევრებთან მიახლოება და გასაუბრება.

ასევე იხილეთ