leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს თავისი ჩვეული მეთოდებით

“ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს თავისი ჩვეული მეთოდებით”, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მმართველი გუნდის სახელით, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახის და ახლობლების მისამართით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა. გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ