left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: როდესაც საქმე ეხება ფაქტებს და რეალობას, იქ ნათელი არის საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, რიგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი

“როდესაც საქმე ეხება ფაქტებს და რეალობას, იქ ნათელი არის საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, რიგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი. მათ შორის მმართველობის სხვადასხვა ინდექსებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მსგავსი ანგარიშები ადასტურებს, თუ რამდენად ცრუა ის ბრალდებები და ნარატივი, რომელიც ბოლო პერიოდში დასავლეთიდან ისმის.

„ეს აჩვენებს, როგორი ცრუ ნარატივები ყალიბდება და ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვართ ახლა იმ ეტაპზე, თუ კი მანამდე დეზინფორმაციის ტალღა მოდიოდა ხოლმე უფრო ჩრდილოეთიდან, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ მომსწრე, რომ ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ. სხვადასხვა პოლიტიკოსები, ჯგუფები პოლიტიკური და ა.შ. პირდაპირ სიყალბე და ცრუ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს თითქოს და არის დემოკრატიული უკუსვლა, რაც არის ამ ცრუ ნარატივების შექმნა და გავრცელება საქართველოს წინააღმდეგ.

იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე ან კვლევებით დადასტურდება, რომ ეს არის სიცრუე ან ყოველ ჯერზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადასტურებს ხოლმე, რომ ეს არის სიცრუე. და არც ერთხელ, არც ერთი დიპლომატისგან, რომელიც ასეთ ცრუ ნარატივებს ავრცელებდა საქართველოში, არც ერთი დონორისგან, რომელიც ამ ცრუ ნარატივს ავრცელებდა, არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან, რომელიც ამ ცრუ ნარატივებს ავრცელებდა ქართველ ხალხს ბოლოს ბოდიში არ მოუსმენია. ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვაზე შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ცრუ ნარატივები ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით მრავალ სფეროში წარმატებული რეფორმები ჩაატარა, თუმცა, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანების შესახებ არ ჩქარობს.

ასევე იხილეთ