left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი ქოლ-ცენტრების საქმეზე: ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს მოსახდელი, თავს აფარებს ევროკავშირს, ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირს

“ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს მოსახდელი საქართველოში, 5 მილიონი ევროს მოპარვისთვის, თავს აფარებს ევროკავშირს. ასე რომ, ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს მოსახდელი საქართველოში, 5 მილიონი ევროს მოპარვისთვის, თავს აფარებს ევროკავშირს. ასე რომ, ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირს. შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს კრიმინალი, რომელიც ამავე დროს ქართულ პოლიტიკაში ერევა შავი ფულით, რატომ გადაადგილდება ის თავისუფლად ევროკავშირში? რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან ან სხვა რაიმე პრინციპთან, რომელზეც მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებიან ხოლმე. ეს არის კითხვები, როლებიც მიემართება ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს. რატომ უქმნის ასეთ თავისუფლებას კრიმინალს, რომელიც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს? ამაზე რომ უნდა დაფიქრდნენ, იმას რომ თავის დავანებოთ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არის გაქცეული ეს ადამიანი.

ყოველ ჯერზე ჩვენ ვაკვირდებით, თუ რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები საქართველოსთან, ქართულ მართლმსაჯულებასთან, ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და რომელიც საქართველოში აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, ამ ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის ტერიტორიიდან. როდისმე ხომ უნდა დაესვას ამას წერტილი, ვიღაცამ ხომ უნდა აიღო ამაზე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

ასევე იხილეთ