left_sabechdi

გიორგი ამილახვარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე: ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს“ მიერ დაფინანსებული ეს პროექტი გახლავთ ფასდაუდებელი ინვესტიცია ქართულ განათლებაში – მადლობა უპრეცედენტო ქველმოქმედებისთვის

“ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს“ მიერ დაფინანსებული ეს უნიკალური პროექტი გახლავთ ფასდაუდებელი ინვესტიცია ქართულ განათლებაში – მადლობა ამ უპრეცედენტო ქველმოქმედებისთვის”, – განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე.

გიორგი ამილახვარმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა. ეს არის უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი მთელ რეგიონში.

დღეს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერაში ვცხოვრობთ და სწორედ ასეთ დროს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია.

ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნების იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ბევრი სკეპტიკოსი ჰყავდა ამ იდეას, მაგრამ დღეს ჩვენ იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრი ქვეყნისთვის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოში განხორციელდა. დღეს ამ უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს!“, – აღნიშნა გიორგი ამილახვრმა.

ასევე იხილეთ