left_sabechdi

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-11 სეზონს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟის მიღებით აღნიშნავს

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 10-15 სექტემბერს, მეთერთმეტედ უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებიდან ჩამოსულ მუსიკოსებს და მსმენელს შესთავაზებს დაუვიწყარ დღეებს მრავალფეროვანი პროგრამით.

5 დღის განმავლობაში ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება ჯადოსნური ჰანგები.

დაარსების დღიდან ფესტივალის მისიაა ქვეყნის საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ქართველი ტალანტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას.

წელს პირველად, ფონდი „ლირა“, ფესტივალის ფარგლებში დააწესებს პრემიებს გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტებისთვის და შესთავაზებს მასტერკლასებს ნორჩ მევიოლინეებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მიმდინარეობს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟით.

ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერებია: საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის და სპორტისა სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.

ასევე იხილეთ