გურამ მაჭარაშვილი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: უცხოეთიდან პირდაპირ ეუბნებიან ოპოზიციას, რომ ხელიდან არ გაუშვან ლგბტ დროშა
“უცხოეთიდან პირდაპირ ეუბნებიან ოპოზიციას, რომ ხელიდან არ გაუშვან ლგბტ დროშა. ჩვენ უკვე მესამე მოსმენით მივიღებთ ამ კანონს, რომელიც დაიცავს არასრულწლოვანებს და სრულწლოვნებსაც გაუკუღმართებული ცხოვრებისგან და ოპოზიცია ამას მხარს არ უჭერს”, – ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას.
„გამჭვირვალობის კანონი იყო მხოლოდ საბაბი და ჩვენ ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის კანონთან ერთად ლგბტ კანონზე გვეუბნებიან, რომ თურმე ამით ჩვენ დემოკრატიას დავაზიანებთ. არჩევანი 26 ოქტომბერს ექნება ხალხს“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.