leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე 14 მილიარდის მობილიზებასთან დაკავშირებით ოპოზიციის დაპირებებზე: ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება

“მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება – მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

„უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს. როგორც ისინი ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც უნდა ჩარიცხულიყო და მოსაკითხია, ვინმემ ხომ არ მიითვისა.

ყველაფერთან ერთად, ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება. ტყუილებსაც იტყუებიან“, – წერს მდინარაძე.

ასევე იხილეთ