ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ ჩრდილოეთ ფრონტისთვის საბრძოლო გეგმები დაამტკიცა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმაოთხშაბათს ომის ახალი ეტაპის დაწყება გამოაცხადა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ჩრდილოეთ ფრონტზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.
„სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთისკენ გადადის. ჩვენს ძალებს, რესურსებსა და ენერგიას ჩრდილოეთისკენ გადავამისამართებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.