leaderboard_below_slide
left_sabechdi

გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო

გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულნი ვართ გაძლიერებული ესკალაციის გამო, იმ [საჰაერო] დარტყმების ჩათვლით, რომელიც დღეს ბეირუთში ვიხილეთ. ჩვენ ყველა მხარეს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. ყველამ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება“, – აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა.

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.

მანამდე ისრაელის ძალებმა ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაური, იბრაჰიმ აქილი გაანადგურეს.

ასევე იხილეთ