leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა FBI-ის ატაშესთან ალექსანდრ ტიგაისთან

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან, ალექსანდრ ტიგაისთან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ტიგაის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ბიუროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ერთობლივი ღონისძიებების, პოლიციელთა გადამზადებისა და სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

ასევე იხილეთ