leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა წულუკიანი: სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის და ალბათ, უფრო მეტად აღმოჩნდება რევოლუციურ მცდელობაში ჩართული. ჩვენ ყველანი უნდა გავფრთხილდეთ, დავიცვათ ჩვენი სუვერენული უფლება – ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს

“სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის და ალბათ, უფრო მეტად აღმოჩნდება რევოლუციურ მცდელობაში ჩართული”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ზურაბიშვილთან ერთად რადიკალების მიერ საარჩევნოდ მოსალოდნელ განზრახვაზეც ისაუბრა.

მისგან აღარაფერია გასაკვირი. ის პირდაპირ არის და ალბათ, უფრო მეტად აღმოჩნდება რევოლუციურ მცდელობაში ჩართული. არჩევნების მოახლოებასთან ერთად გვესმის, განურჩევლად იმისა, თუ როგორი იქნება არჩევნების რეალური შედეგი, აუცილებელია, მათ მოაწყონ დესტაბილიზაცია. სხვა მომავალს საკუთარი თავისთვის ვერ ხედავენ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა გავფრთხილდეთ. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენული უფლება, რომ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ (გვაქვს ამისთვის ყველა არგუმენტი და ლეგიტიმური საფუძველი) კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად ვიმუშაოთ. ისინი იბრძვიან დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის. შემდეგ ხალხი შეაფასებს, სამშობლოსთვის რა სჯობს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ