leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოფელ ლიხაურში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ლიხაურში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია უტარდება ლიხაური-კვაჭალათის დამაკავშირებელ გზას. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, მისი ღირებულება კი 2 მილიონ ლარზე მეტია.

სოფელ ლიხაურში სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

„ვასრულებთ მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას. ვაკეთებთ ლიხაური-კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ეწყობა 3,5 კმ სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. გარდა გზის რეაბილიტაციისა უკვე დასრულდა წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებიც. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ