leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია.

„ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიოს დატერორებას“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა, მათ შორის სამხრეთის ფრონტის მეთაურის.

ჰასან ნასრალას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ჰეზბოლას“ ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაჯგუფების შტაბბინა მდებარეობს საცხოვრებელი შენობების ქვეშ დაჰიეს გარეუბანში, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში. მედიის ცნობით, „ჰეზბოლას“ შტაბ-ბინაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა, მათგან 15 გადაუდებელ ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.

ასევე იხილეთ