მამუკა მდინარაძე: როდესაც რიგითი აქტივისტის პოზიციას მოირგებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ დადგები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც პატრიარქს ესხმიან თავს
„როდესაც რიგითი აქტივისტის პოზიციას მოირგებ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც დადგები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც პატრიარქს ესხმიან თავს. უფრო „ნაცური“ ნარატივის მქონე ადამიანი, როგორიც დღეს სალომე ზურაბიშვილი გახდა, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი არის რიგითი აქტივისტი, იმასაც კი კადრულობს, მაგალითად რასაც ლევან ბერძენიშვილი. ის თავს ესხმის უკვე საქართველოს პატრიარქს. ძალიან მდაბიო პიარია ნაწარმოები საქართველოს პატრიარქის – საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ეთქვა, რომ საქართველო, ამ მოცემულობით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, სანამ ეს არ ვაიძულეთ საქართველოს პარლამენტში. როდესაც რიგითი აქტივისტის პოზიციას მოირგებ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც დადგები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც პატრიარქს ესხმიან თავს. როდესაც რადიკალიზმით გამოირჩევი, აქაც არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მოხსენიებული იქნები „ნაცთა“ შორის უფრო „ნაცად“. უფრო „ნაცური“ ნარატივის მქონე ადამიანი, როგორიც დღეს სალომე ზურაბიშვილი გახდა, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის“, – აღნიშნა მდინარაძემ.