leaderboard_below_slide
left_sabechdi

პიოტრ იანს მერაბ დვალიშვილთან რევანში სურს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა დაასახელა მებრძოლები, რომელთა წინააღმდეგაც ჩხუბი სურს მას შემდეგ, რაც ოქტაგონზე სონგ იადონგს დაუპირისპირდება.

„სიმართლე გითხრათ, მე მაინტერესებს ის მებრძოლები, ვისთანაც დავმარცხდი. ზოგიერთთან სინამდვილეში მოვიგე, თუმცა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ წავაგე. პირველ რიგში, მერაბ დვალიშვილთან და შონ ო’მალისთან დაპირისპირება მსურს“, – განაცხადა რუსმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 14 მარტს მერაბ დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პრინციპული მეტოქე, რუსი მებრძოლი, სუპერმსუბუქი  წონის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ასევე იხილეთ