leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: არ არსებობს, რომელიმე ნორმალურმა დემოკრატიულმა ქვეყანამ დაუშვას, რომ გქონდეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მიიღოთ დიდი დაფინანსება და ამ დროს ეწეოდეთ პოლიტიკურ საქმიანობას

მარტივი ჭეშმარიტებაა, თუ სამოქალაქო ორგანიზაცია, კონკრეტული ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი იღებს გარკვეულ შემოსავალს ენჯეო-სექტორის ეგიდით, აქვს დაფინანსება და ამავდროულად ის აწარმოებს პარტიულ საქმიანობას, ეს არის პარტიული საქმიანობის დაფინანსება. ეს უკანონოა, ამორალური და კანონგარეშეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მან დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, კრიტიკის ობიექტი გახდა. როდესაც ამის შესახებ მედიის ხელმძღვანელმა ისაუბრა, აღნიშნული „ენჯეო-სექტორისა და ოპოზიციისთვის ბიბლია გახდა“.

„ჩვენ გვაქვს საქართველოში კონკრეტული მაგალითები, როდესაც ერთი და იგივე სახელითაც კი გამოდიან პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია. ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია, სარგებლობს პარტია. შესაბამისად ამას უნდა ყურადღების მიქცევა, სწორი მიდგომა, პოლიტიკური გაკიცხვა, ასე დავარქვათ, ცოტა უტრირებულია, მაგრამ რელურად პოლიტიკური და მათ შორის სამართლებრივი რეაქცია უნდა. რეაგირება უნდა იყოს სწორი, რადგან არ არსებობს რომელიმე ნორმალურმა დემოკრატიულმა ქვეყანამ დაუშვას, რომ გქონდეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მიიღოთ დიდი დაფინანსება და ამ დროს ეწეოდეთ პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ