leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში ორი ნიკა გაერთიანდება, სამი ნიკა თუ ოთხი დათო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციას სრული ფიასკო ექნება არჩევნებზე

„რადიკალურ ოპოზიციაში ორი ნიკა გაერთიანდება, სამი ნიკა თუ ოთხი დათო, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ეს მათემატიკური აქსიომა რადიკალურ ოპოზიციას ესადაგება.

„რადიკალურ ოპოზიციაში ორი ნიკა გაერთიანდება, სამი ნიკა თუ ოთხი დათო, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შედეგი ერთი იქნება – რადიკალურ ოპოზიციას სრული ფიასკო ექნება არჩევნებზე. ჩვენი მიზანია, კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ