პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თერჯოლის სოფლებში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვანკითისა და რუფოთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გაიმართა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობისა და ჩატარების პრინციპებზე. დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები.
დელეგატის თქმით, შეხვედრები ხალხმრავალ და საინტერესო გარემოში ჩატარდა, სადაც გაიმართა აქტიური დისკუსია 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობისა და ჩატარების პრინციპებზე.