leaderboard_below_slide
left_sabechdi

„გეყოფა ბორია, სინდისი არ გაქვს?!“ – ბორის პაიჭაძეს ტელეპათიური ნიჭიც ჰქონდა

კურიოზული და საინტერესო მოგონებები ქართველი ფორვარდის – ბორის პაიჭაძის შესახებ.

თბილისში მოსკოვის „დინამო“ იყო ჩამოსული. ეს ჩვენი გუნდისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე გახლდათ, მაგრამ იმ დღეს თბილისის „დინამო“ მოედანზე დაფრინავდა, ბორის პაიჭაძემ კი პირველივე ტაიმში 2 გოლი გაუტანა იმხანად საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველ მეკარეს, ალექსი ხომიჩს. ერთ მომენტში პაიჭაძეს ბურთი მოუხელთებია, მცველებს დასხლტომია და პირისპირ გასულა მეკარესთან. გოლი გარდაუვალი ჩანდა და იმის მაგივრად, კარის გადარჩენაზე ეფიქრა, ხომიჩს პაიჭაძისთვის დაუძახია: – გეყოფა ბორია, სინდისი არ გაქვსო! (Хватит Боря! имей-же совестъ!). პაიჭაძეს გასცინებია და მეკარე დაუნდვია.

1976-82 წლებში ბორის პაიჭაძე იყო თბილისის „დინამოს“ სტადიონის დირექტორი. სწორედ ამ დროს, „დინამოს“ ჰყავდა 300 თანამშრომელი, რომელთა უმეტესობა ქალი იყო. იმხანად, პაიჭაძის ერთ-ერთი თანამშრომელი სოფიო მერებაშვილი იხსენებს:

„დეკრეტულ შვებულებაში ვერავინ წავიდოდა ბატონ ბორისს რომ არ დაელოცა, თანაც, ყოველგვარი ექოსკოპიის გარეშე, მომავალი ბავშვის სქესს ამცნობდა. მეც მათ შორის. ბავშვივით ხალისობდა, როცა ვეტყოდით, რომ კიდევ ერთხელ გამოიცნო“.

წყარო: გაზეთი “დაიჯესტი”

ასევე იხილეთ