ზურაბ ქადაგიძე „ლელოზე“: ლგბტ პროპაგანდის, გლობალური ომის პარტიის დავალებისა და ყველანაირი პროვოკაციის გამტარებლები გახდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ დირექტივა აქვთ მიღებული!
„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ავანგარდად ჩამოყალიბდა „ლელო“, თავისი რადიკალიზმითა და ანტისახელმწიფოებრივი აქტებით. ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი იმდენად დიდია, რომ ყველანაირ ბინძურ „კამპანიაში“ მიიღებენ მონაწილეობას,“ – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხაზარაძე თავისი პარტიით, როგორც „ნაცმოძრაობის“ ჭეშმარიტი დანამატი, დგას ლგბტ პროპაგანდის მხარეს.
ქადაგიძის თქმით, „ლელო“ დირექტივის მიღების შემთხვევაში ლგბტ პროპაგანდის, გლობალური ომის პარტიის დავალებისა და ყველანაირი პროვოკაციის გამტარებელი გახდება.
„ახალი დისციპლინა ჩამოყალიბდა კოლექტივში – ვინ შეასრულებს „ნაცმოძრაობის“ „ლეღვის ფოთლობას“ ოპერატიულად… უნდა ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძე ლიდერობს და არავის უთმობს ასპარეზს! კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ავანგარდად ჩამოყალიბდა „ლელო“, თავისი რადიკალიზმითა და ანტისახელმწიფოებრივი აქტებით. ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი იმდენად დიდია, რომ ყველანაირ ბინძურ „კამპანიაში“ მიიღებენ მონაწილეობას. „ლგბტ“ პროპაგანდის, გლობალური ომის პარტიის დავალებისა და ყველანაირი პროვოკაციის გამტარებლები გახდებიან განსაკუთრებით მაშინ, თუ დირექტივა მიღებული აქვთ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.